|
2025-11-27 20:02:56, 21372 ნახვა
სპორტი
კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას ესპანური საბრძოლო ორგანიზაცია WOW FC-ის მთავარი პარტნიორი გახდა
მსოფლიო ფეხბურთის პორტუგალიელი ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ ესპანური საბრძოლო ორგანიზაცია WOW FC-ის მთავარი პარტნიორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ესპანური MMA კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურიაა, რომელიც ორგანიზაციაში მიმდინარე წლის დასაწყისში შევიდა. "WOW FC-ში კრიშტიანუ რონალდუს შემოსვლა ჩვენი სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ის წარმოადგენს პროფესიონალიზმის, მძიმე შრომისა და გლობალური სრულყოფილების უმაღლეს სტანდარტებს. როგორც მონაწილეები, ისე მაყურებლები - WOW-სა და რონალდუს გავლენით შთაგონებულები, იგრძნობენ, რომ უფრო მეტის მიღწევა და პროგრესი შეუძლიათ“, - განაცხადა თოფურიამ. თავის მხრივ კომენტარი გაავრცელა "ალ-ნასრის" ფორვარდმაც: "მოხარული ვარ, რომ დიდი ამბავი გაგიზიაროთ. WOW FC-ის თანამეწილე გავხდი. MMA წარმოადგენს ღირებულებებს, რომლებისაც მჯერა: დისციპლინა, პატივისცემა, გამძლეობა, ბრწყინვალებისკენ რეგულარულად სწრაფვა. WOW FC რაღაც უნიკალურსა და ძლიერს აშენებს და ამაყი ვარ, რომ ამ პროექტს ვუერთდები, რათა სპორტის ახალ დონეზე აყვანასა და მომდევნო თაობის შთაგონებაში დავეხმარო“, - დაწერა რონალდუმ. ამრიგად, ლეგენდარული ქართველი და პორტუგალიელი სპორტსმენები ამიერიდან საქმიანი პარტნიორები არიან.
კობახიძე სურსათის ფასებზე - 86 %-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18 %-იან დღგ-ზე - ღიმილისმომგვრელია
ტროტუარზე დგომის გამო დაბარებული აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომები 2026 წლამდე გადაიდო
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინა თავის პირველ საშობაო მიმართვაში ახსენა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
სიტუაცია კრიტიკულზე უარესია -რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის განდევნეს რუსული არმია კუპიანსკიდან
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)