|
2025-12-14 11:39:13, 6433 ნახვა
მსოფლიო
ორბანმა აღშფოთება გამოთქვა ევროკავშირის მიერ რუსული აქტივების სამუდამოდ გაყინვის გადაწყვეტილებაზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის პარასკევს მიღებულ გადაწყვეტილებაზე რუსული აქტივების სამუდამოდ გაყინვის შესახებ, იტყობინება Magyar Nemzet. მოგაჩში გამართული მიტინგის დროს ორბანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსული აქტივების გაყინვის შესახებ. „სხვა სახელმწიფოსგან ასობით მილიარდის ჩამორთმევა არასდროს დარჩენილა უპასუხოდ. ეს ომის გამოცხადებაა“, - განაცხადა ორბანმა მოგაჩში ე.წ. ომის საწინააღმდეგო მიტინგის დროს, რომელიც მომავალი წლის აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლებთან საარჩევნო შეხვედრების სერიის ერთ-ერთი ნაწილი იყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაფასა, რომ ბუდაპეშტის მიერ რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების უგულებელყოფა აჩვენებს, რომ „ბრიუსელში კანონის უზენაესობის ილუზია დაიმსხვრა“. მან ასევე გააფრთხილა თავისი მხარდამჭერები, რომ მოემზადონ „ბრიუსელის მესამე მცდელობისთვის, მოიგოს მათი ქვეყნის არჩევნები“. შეგახსენებთ, 12 დეკემბერს ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვიტეს ევროპაში რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვა. ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ ევროკავშირის პარასკევს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთი ვერ შეძლებს ევროპაში თავისი ცენტრალური ბანკის გაყინულ აქტივებზე წვდომას, თუნდაც „უკანა კარიდან“.
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
უმეროვი: უკრაინა შეერთებულ შტატებთან პოზიციების სრულად კოორდინირებას ელის, რაც „მშვიდობასთან დაგვაახლოებს“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში მდებარე თბოელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)