12:43 - 22 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-21 23:06:28, 5660 ნახვა

მსოფლიო
Financial Times: მაკრონმა მერცს რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხში უღალატა

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა გერმანიის კანცლერი მერცი გაყინული რუსული აქტივების საკითხში უღალატა, იუწყება Financial Times დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.

აღნიშნულია, რომ იტალიამ და საფრანგეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმის განხილვაში. იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი ამ პროექტის „მკვლელი“ გახდა. მელონიმ და მაკრონმა შეშფოთება გამოთქვეს იმ ფინანსური გარანტიების გამო, რომლებსაც ბელგია ითხოვდა პოტენციური სესხის დაფარვის რისკის გასაზიარებლად. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ პროექტს, რამაც საბოლოოდ „განწყობა შეცვალა“ მოლაპარაკებებში.

„მაკრონმა მერცი უღალატა და მან იცის, რომ ამის გადახდა მოუწევს. მაგრამ ის იმდენად სუსტია, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მელონის უკან დამალულიყო“, - ნათქვამია სტატიაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია
საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ ერთი სამარცხვინო სამოქალაქო ე.წ თბილისის ომიდან 35 წელი გავიდა
მოსკოვში გენერალ-მაიორ ფანილ სარვაროვის მანქანა ააფეთქეს, იგი მოკვდა
“ვოლტს“ შეკვეთების დაგვიანებით მიწოდების გამო უჩივლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი