|
2025-12-13 16:10:20, 13921 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ ბელორუსულ კალიუმზე სანქციები მოხსნა
ბელარუსში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა, განაცხადა, რომ აშშ ბელარუსულ კალიუმზე სანქციებს ხსნის. „ბელტას“ ცნობით, ამის შესახებ მან განცხადება ბელარუსში ვიზიტის მეორე დღეს გააკეთა. აღნიშნულია, რომ თვითგამოცხადებული ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებები შაბათს, 13 დეკემბერს გაგრძელდა. „პრეზიდენტ ტრამპის მითითებების შესაბამისად, აშშ კალიუმზე სანქციებს ხსნის. ვფიქრობ, ეს აშშ-ს მხრიდან ბელარუსისთვის ძალიან კარგი ნაბიჯია. ჩვენ ახლა მათ ვაუქმებთ“, - განაცხადა კოულმა. მან აღნიშნა, რომ სანქციებზე დისკუსიები გაგრძელდება. „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან ერთად, სულ უფრო მეტი სანქცია მოიხსნება“, - თქვა აშშ-ის წარმომადგენელმა. კოულმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორივე მხარე მიაღწევს სიტუაციას, როდესაც სანქციები აღარ იქნება დაწესებული. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მინსკის რეჟიმთან კონტაქტის დამყარებას, რასაც 52 ბელორუსი პოლიტპატიმრის გათავისუფლება ადასტურებს. ამ ძალისხმევის ფარგლებში, აშშ-მ ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციები მოხსნა. ასევე, სამშაბათს, 4 ნოემბერს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი შეამსუბუქა, ეროვნული ავიაკომპანიის წინააღმდეგ ზომები მოხსნა და ლუკაშენკოს თვითმფრინავთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება დაუშვა.
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და პუტინთან საუბარი დაანონსა
Axios: რუსეთი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში დონბასის რეფერენდუმის დროს
შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე უარი თქვა
BOG-ის და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად "მწვანე დაფინანსების რალი" გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
მიხაილო პოდოლიაკი: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და თურქეთი მზად არიან უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნონ
სიტუაცია კრიტიკულზე უარესია -რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის განდევნეს რუსული არმია კუპიანსკიდან
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)