|
2025-12-12 13:33:09, 5377 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი: რუსეთი მხარს უჭერს მშვიდობისმოყვარეობას, სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობას
აშხაბადის დეკლარაციის პროექტი მოწოდებულია, გახდეს ამჟამინდელი ფორუმის მიმდინარეობისას ჩვენი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი მხარს უჭერს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობას. „მსურს, შევაქო ჩვენი თურქმენი კოლეგების მიერ მომზადებული აშხაბადის დეკლარაციის პროექტი, რომელიც მოწოდებულია, გახდეს ამჟამინდელი ფორუმის მიმდინარეობისას ჩვენი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი. რუსეთი, უპირობოდ, მხარს უჭერს ამ დოკუმენტს და მასში გამოთქმულ მტკიცე ერთგულებას საერთაშორისო ურთიერთობების საკვანძო პრინციპების მიმართ, რომლებიც გაერო-ს წესდებითაა გათვალისწინებული. მათ შორის, მშვიდობისმოყვარეობა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ასევე სხვა ქვეყნებისა და ხალხების უფლებების პატივისცემა, ჰქონდეთ ზრდის, განვითარების საკუთარი მოდელი, მსოფლმხედველობა, ტრადიციები და რელიგია“, – განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)