00:03 - 18 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 13:25:28, 2515 ნახვა

საზოგადოება
მერიამ ტრამვაის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი გაახანგრძლივა

 

თბილისის მერიამ ტრამვაის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დასრულების თარიღი გაახანგრძლივა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ტენდერში წინადადებების წარდგენის თარიღმა 2 თვით, 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია.

ელექტრონული შესყიდვა ოქტომბერში გამოცხადდა და პირველადი ვერსიით, წინადადებების მიღება 17 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო და 22 დეკემბერს დასრულებულიყო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 416 592 000 ლარს შეადგენს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ტრამვაის ხაზი იწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით უკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე - 7,5 კმ.; საორიენტაციო გაჩერების რაოდენობა - 11, ტრამვაის შემადგენლობა - 10; ხოლო ტრამვაის ერთი ვაგონის ტევადობა არანაკლებ 300 მგზავრი იქნება.

ამასთან, შესყიდვის თანახმად, ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ იანვრის ბოლოს უკვე გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელებას დაიწყებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის 600 მილიონი ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალები გაამხილა
Bloomberg: ერდოღანმა პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად S-400 რაკეტების უკან წაღება სთხოვა
ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ვადაზე ადრე მართვის უფლების აღდგენა ე.წ შეწყალება გაუქდება
ო’ფლაერტი: იანვრის ვიზიტისას შსს-ს მოადგილემ მითხრა, რომ წყლის ჭავლში არაფერი გაურევიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი