12:26 - 22 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 10:28:57, 567 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვამ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს

წინასაახალწლო პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით  24 საათის განმავლობაში, უწყვეტად პატრულირებენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა  ისეთ  რეგიონებს, სადაც წიწვოვანი ტყეებია. პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება რეალიზაციის ადგილები - მაგალითად, ძველი სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც დეპარტამენტის თანამშრომლები, შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად ადგენენ რამდენად კანონიერად ახდენენ მოქალაქეები წიწვოვანების რეალიზებას და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას ახდენენ.

სამართალდარღვევის სიმძიმისა და ხე-მცენარის მოპოვების ადგილის მიხედვით, წიწვოვანი ხე-მცენარეების დაზიანებაზე, უკანონოდ მოპოვებასა და ტრანსპორტირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 500-დან 2500 ლარამდე მერყეობს, რასაც  გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე - ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე.

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანის შეძენა. წიწვოვანი მცენარეების კანონიერად მოპოვება დასტურდება შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობით, ან ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით ან იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას საახალწლოდ არჩევანი ხელოვნურ ნაძვზე გააკეთონ, ან შეიძინონ მხოლოდ კანონიერი წარმომავლობის წიწვოვანი ხე-მცენარეები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია
საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ ერთი სამარცხვინო სამოქალაქო ე.წ თბილისის ომიდან 35 წელი გავიდა
მოსკოვში გენერალ-მაიორ ფანილ სარვაროვის მანქანა ააფეთქეს, იგი მოკვდა
“ვოლტს“ შეკვეთების დაგვიანებით მიწოდების გამო უჩივლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი