00:52 - 17 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 14:47:34, 553 ნახვა

საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა

„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიას განაგრძობს. საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი ბრენდი ახლა უკვე ტაშკენტის მოსახლეობას მოემსახურება - უზბეკეთის დედაქალაქში ქართული კომპანიის პირველი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი ფილიალი საცხებ-საპოხი მასალების მსოფლიო მწარმოებელთან, Mobil-თან, პარტნიორობით აშენდა. „თეგეტა მოტორსი“ ამერიკულ ბრენდს უზბეკეთში ექსკლუზიურად წარმოადგენს. ახალი საავტომობილო ცენტრის საინვესტიციო მოცულობა 500 000 ამერიკული დოლარია.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი:„ტაშკენტში „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრის გახსნა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ზრდასა და რეგიონში პოზიციების გამყარებას ითვალისწინებს. უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ბაზარია და სერვისცენტრის შექმნა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს ახალ აუდიტორიას შევთავაზოთ 30-წლიანი გამოცდილება, მომსახურების მაღალი სტანდარტები და ხარისხიანი საავტომობილო პროდუქტები.

ეს ნაბიჯი „თეგეტა მოტორსს“ მობილობის რეგიონულ ლიდერად აყალიბებს და ქმნის საფუძველს მასშტაბირებადი მოდელისთვის, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ფილიალის გახსნის შესაძლებლობას შექმნის. ტაშკენტის ახალი ფილიალი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაღალი ხარისხის საავტომობილო მომსახურებაზე წვდომას - ერთ სივრცეში განთავსდება მულტიბრენდული OEM სტანდარტების დიაგნოსტიკა, ტექნიკური მომსახურება და ორიგინალი სათადარიგო ნაწილები“.

ტაშკენტში ახალი სერვისცენტრის გახსნა „თეგეტა მოტორსის“ საერთაშორისო გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპია. ფილიალი მომხმარებელს მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურასა და მომსახურების სტანდარტს შესთავაზებს.

მათე ხაბურძანია, „თეგეტა მოტორსის“ უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, ტაშკენტის მცხოვრებლებს „თეგეტა მოტორსის“ სტანდარტით მოვემსახუროთ. ადგილობრივ დონეზე ეს ჩვენი პირველი სერვისცენტრია, თუმცა დიდი ხანია, წარმომადგენლობა გვყავს უზბეკეთში. შესაბამისად, კარგად ვიცნობთ ბაზარს და მომხმარებლის მოთხოვნებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის სერვისს, ორიგინალ საავტომობილო ნაწილებსა და ისეთი მსოფლიო ბრენდის პროდუქციას ვთავაზობთ, როგორიც Mobil-ია.

სწორედ ამერიკულ მწარმოებელთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით გაიხსნა „თეგეტა მოტორსის“ მომსახურების ცენტრი. ვფიქრობთ, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად ზრდის ნდობას და ინოვაციური ტექნოლოგიების მიწოდებას უზრუნველყოფს. „თეგეტა მოტორსი“ მზად არის, საავტომობილო სექტორში თავისი 30-წლიანი გამოცდილება და მომსახურების კულტურა საერთაშორისო არენაზე დაამკვიდროს და ავტომფლობელებს სწრაფი და გარანტირებული სერვისი შესთავაზოს“.

ტაშკენტის ფილიალის გახსნას Mobil-ისა და „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები და ბიზნესპარტნიორები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სტუმრები უზბეკეთში საქართველოს საელჩოდან.

მუსტაფა დემირელი, Mobil-ის დისტრიბუციის ბიზნესმენეჯერი თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში: „ჩვენთვის „თეგეტა მოტორსთან“ პარტნიორობა განსაკუთრებით ღირებულია - მათი მრავალწლიანი გამოცდილება და ჩვენი გლობალური ტექნოლოგია და ხარისხი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, მიიღონ მაღალი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალები და, საჭიროების შემთხვევაში, პროფესიონალური სერვისი. ტაშკენტში „თეგეტა მოტორსის“ პირველი სერვისცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრემიუმ პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებაზე წვდომას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Mobil-ის გადაწყვეტილებები საიმედო და მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, ხოლო ერთ სივრცეში სერვისისა და პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლის გამოცდილებას კიდევ უფრო აუმჯობესებს. გვჯერა, რომ „თეგეტა მოტორსის“ ეს ინვესტიცია კიდევ ერთი საყურადღებო ეტაპია ჩვენი გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისთვის“.

„თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი, რომელიც მსუბუქი ავტომობილებისა და მინი-სატვირთოების მფლობელებს მოემსახურება, ტაშკენტის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. მომხმარებელი ფილიალში სწრაფ სერვისებს მიიღებს. „თეგეტა მოტორსის“ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მექანიკოსებით დაკომპლექტებულ სერვისცენტრში უზბეკეთის დედაქალაქის მცხოვრებლები ზეთის, საბურავების, ხუნდების, აკუმულატორებისა და გაგრილების სითხეების შეცვლას შეძლებენ.

სერვისცენტრის ეზოსა და შენობის საერთო ფართი 1 300 მ2-ია. ორსართულიანი ნაგებობა სერვისს, შოურუმს, საწყობსა და საოფისე სივრცეს აერთიანებს. სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველა ის თანამედროვე სტანდარტია დაცული, რომელთა გათვალისწინებითაც „თეგეტა მოტორსის“ ინფრასტრუქტურული ობიექტები შენდება.

სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი დანადგარებითა და სპეცინსტრუმენტებით. ადგილზე „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსები მუშაობენ, რომლებიც გადამზადების კურსებს ინტენსიურად გადიან და საერთაშორისო დონეზე საავტომობილო სექტორის ტენდენციების შესახებ მუდმივად ინფორმირებულები არიან. საავტომობილო პროდუქტებს ეთმობა შოურუმი, სადაც ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მრავალფეროვანი არჩევანია.

კეთილმოწყობილია შენობის გარე ტერიტორიაც. ეზოს ნაწილი ავტოსადგომს უკავია. პერიმეტრი ორგანიზებულია უსაფრთხო და მოსახერხებელი გადაადგილებისთვის, რაც სერვისცენტრში ვიზიტს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

„თეგეტა მოტორსსა“ და ამერიკული ბრენდის Mobil-ის პარტნიორობით გახსნილი სერვისცენტრი მაღალი ხარისხის მომსახურების ხელმისაწვდომობასა და სანდოობის ნიშნულს ზრდის. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქსელის გაფართოება „თეგეტა მოტორსის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც ჰოლდინგი თანმიმდევრულად მიჰყვება. უახლოეს პერიოდში, „თეგეტა მოტორსი“ ტაშკენტისა და უზბეკეთის მოსახლეობას, სხვადასხვა მიმართულებით, მსოფლიო დონის სხვა ბრენდებსაც წარუდგენს.

--

„თეგეტა მოტორსის შესახებ:„თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაბიზაცია არის ტყუილი
კობახიძე - ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან
კობახიძის მტკიცებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქტუალური აღარაა
აშშ-მ დიდ ბრიტანეთთან 41.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნოლოგიური შეთანხმება შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი