|
2025-12-15 10:36:29, 6475 ნახვა
პოლიტიკა
ბერლინში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები 15 დეკემბერს გაგრძელდება
ბერლინში რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა აშშ-ს წარმომადგენლების მოლაპარაკებები, რომლებიც 14 დეკემბერს ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, 15 დეკემბრის დილას გაგრძელდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინულ გამოცემა Suspilne-ს განუცხადა. 14 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მოლაპარაკებებს აშშ-ს მხრიდან აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშერი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ესწრებოდა. შეხვედრის წინ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის მომავალში აღსაკვეთად სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში NATO-ს მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ცდილობდა, რადგან ამჟამად NATO-ში სრულუფლებიან წევრობას აშშ და სხვა პარტნიორები ეწინააღმდეგებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)