|
2025-12-08 21:40:21, 9176 ნახვა
ეკონომიკა
ოცნება სამშენებლო კომპანიებს საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის ფინანსური პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს
შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის ფინანსური პასუხისმგებლობისგან 2026 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. პროექტით, ვადის ერთი წლით გახანგრძლივება ხდება. დღეს მოქმედი კანონით, ეს ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდეა განსაზღვრული. „დღეის მდგომარეობით, მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის პრობლემურია საეტაპო ოქმების დადგენილი წესით წარდგენა, რადგან აღნიშნული ვალდებულებების შესრულება დაკავშირებულია ობიექტურ სირთულეებთან. საკითხის პრობლემურობას მიუთითებს ისიც, რომ არსებული მდგომარეობით, სუბიექტების, რომლებისთვისაც დადგენილია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი ეტაპის დასრულება და ოქმის წარდგენა, უმეტესობას წარდგენილი არ აქვს ან დარღვევით აქვს წარდგენილი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში, საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას იწყებს პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრღვევი ჯარიმდება შესაბამისი კლასის შენობა-ნაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით. შესაბამისად, საშეღავათო პერიოდი, რაც დღეს განსაზღვრულია, კანონით არ აღმოჩნდა საკმარისი ადაპტირებისთვის და დამატებით გარკვეული დროა საჭირო, რათა დადგინდეს შესაბამისი პრაქტიკა საეტაპო ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ხოლო დაინტერესებული პირები გაცნობიერდნენ მითითებულ პროცედურაში“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ევროკავშირის ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ დანიასა და გრენლანდიას სოლიდარობა გამოუცხადეს
ნატო მიიჩნევს, რომ რუსეთი Starlink-ის წინააღმდეგ იარაღს ავითარებს
კობახიძე კვლავ ესხმის ევროკავშირს და შიდა საქმეებში ჩარევაში დებს ბრალს
კობახიძე - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა სუმის ოლქის სასაზღვრო სოფლის 50 მცხოვრები გაიტაცეს
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის ოლქის მსხვილ ნავთობპორტში მდებარე ნავმისადგომებსა და გემებს შეუტიეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)