|
2025-11-29 20:39:45, 11128 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას, მსგავსი პროვოკაციები მიზნად ისახავს პროტესტის გაჩერებას
მოვუწოდებ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და განაგრძონ მშვიდობიანი პროტესტი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის პროვოკაციები პროტესტის გაჩერებას ისახავს მიზნად. „ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას. ასეთი ქმედებები, რასაც დღეს მთელი დღე ვუყურებთ, მკაფიოდ გვანახებს, თუ როგორ აწუხებს რეჟიმს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი. მსგავსი პროვოკაციები კი მიზნად ისახავს ამ პროტესტის გაჩერებას და იმ ძალის დისკრედიტაციას, რომელიც დღეს ზუსტად გამოხატავს მოქალაქეთა თავისუფალ ნებას და რომელიც გუშინაც კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა. მხარს ვუჭერ მშვიდობიან პროტესტს, როგორც ჩვენი საზოგადოების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებას. მოვუწოდებ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და განაგრძონ მშვიდობიანი პროტესტი, რადგან მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზანს ბოლომდე“, – წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს, დილით, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული
ტოკიოს დეკლარაცია მიღებულ იქნა ცენტრალური აზია-იაპონიის პირველი სამიტის შემდეგ
ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის კორპუსი შენდება - ბიუჯეტი ₾15.4 მილიონია
აშშ-მ სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ მასშტაბური იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)