|
2025-12-14 12:02:04, 10012 ნახვა
რეგიონი
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, ელბეი ქერიმლი, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, ელბეი ქერიმლი, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ის აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის წევრი იყო. ქერიმლი 12 დეკემბერს ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო პუნქტში გარდაცვლილი იპოვეს. სახალხო ფრონტის პარტიის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი უცნობია. აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრომ ოპოზიციონერის გარდაცვალება დაადასტურა და განმარტა, რომ მომხდარს ხაზარის რაიონის პროკურატურა იძიებს. ახალგაზრდა ოპოზიციონერი, ელბეი ქერიმლი 2023 წლის აგვისტოში ჰეიდარ ალიევის ძეგლზე წარწერა "სტალინის” დაწერის გამო დააკავეს. ოპოზიციის მტკიცებით, ელბეი ქერიმლის საქმე შეუკერეს და ნარკოტიკული საშუალებების შენახვაში დამნაშავედ ცნეს და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ელბეი ქერიმლი 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა და მისი დაკავების შესახებ მხოლოდ 2023 წლის 24 ოქტომბერს გამოცხადდა. მას მშობლები არ ჰყავს, ამიტომ მისმა პარტიის თანამებრძოლებმა მისი ბედის გარკვევა ვერ შეძლეს. მეგობრების თქმით, მის შესახებ თითქმის ორი თვის განმავლობაში არაფერი სმენიათ. მათ პოლიციისგანაც ვერ მიიღეს რაიმე ინფორმაცია. პროტესტის მიზნით ოპოზიციონერი ციხეში რამდენიმეჯერ შიმშილობდა.
შესაძლოა, ევროკავშირმა 2026 წელს საქართველოს ფინანსური დახმარება აღარ გაუწიოს
პროკურატურამ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 63 პირს ბრალდება წარუდგინა
აშშ-ის სენატში რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმა მოამზადეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)