|
2025-12-22 23:22:56, 10856 ნახვა
სამართალი
ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა
მოსამართლე თეონა ეკიტაშვილმა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს არასაპატიმრო, 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ოპოზიციონერს აღნიშნული თანხის გადასახდელად 30-დღიანი ვადა განესაზღვრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯაფარიძეს პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა. ცნობისთვის, ჯაფარიძემ რამდენიმე საათის წინ დაწერა, რომ საბოტაჟის საქმეზე მას სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს. 6 ნოემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება 19 დეკემბერს, 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. იგი "ოცნებამ" ციხეში წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ჩასვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)