23:05 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 20:01:05, 1692 ნახვა

სამართალი
ბურჭულაძე: არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას რისთვისაც დამაკავეს არ გაითვალისწინებდნენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ ბრალდება, რომლითაც იგი დააკავეს, აბსურდულია.

თავის სასამართლო პროცესზე მან აღნიშნა, რომ იმ ჩვენებას, რომელიც მის წინააღმდეგაა საქმეში "არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ გაითვალისწინებდნენ".

"რაც შეეხება მტკიცებულებებს და ბრალს. არ ვიცი, იმდენად აბსურდულია, რანაირად გავაკეთო კომენტარი, თუმცა ის, რაც აღნიშნა ბრალდებამ და ზოგადად, ჩემი დაკავება მოხდა ერთი- მტკიცებულება იყო ირიბი და ჩვენება იყო შეცვლილი. მე მგონია, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა. ეს ერთი და მეორე მტკიცებულება იყო თითქოს შევნიღბე მე ლეგალიზაციის მიზნით და ამბობენ უძრავ ქონებას, რომელზეც მე თვითონ ვამბობ, არ გამიყიდია-მეთქი. თითქოს გაასხვისაო და იმით შეიძინაო. მე თვითონ არც ერთ ჩვენებაში არ მითქვამს, რომ ამით შევიძინე-მეთქი.

ქონება, რომელიც მე გავასხვისე, ის მათ შორის, მათი დასკვნაც ასახავს იმას, რომ ის თანხა დავფარე სხვა ორი ქონების რეალიზაციით, რომელიც ჩემს ოჯახს შეძენილი ჰქონდა 2011 და 2007 წელს. ორი ბინა, რომელიც ჩემს ოჯახს ჰქონდა შეძენილი, ორივე ბინა მქონდა მათ შორის მქონდა დეკლარირებული. ერთი ბინის რეალიზაცია, რომელიც დედაჩემმა მოახდინა, ეჭვს არ იწვევს ბრალდების მხარისთვისაც. მეორე ბინა, რომელიც დეკლარაციაშიც ასახული მქონდა, ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობს და ფაქტობრივი მფლობელი ჰყავს - ამ ბინას აყენებენ ეჭვქვეშ. სხვა არგუმენტაცია ამას არ აქვს.

ვაკონკრეტებ - ორი ბინა, რომელიც გავასხვისე და რომელიც იყო შეძენილი ჩემს საჯარო მოხელეობამდე, ამით შევიძინე ესპანეთის სახლი და რაც შეეხება იმ ფორმალურ თუ ფიქტიურ გადაფორმებას, მე თვითონ ვამბობ, იმით არ მიყიდია ის ბინა. ბინის საფასური, რომელიც დაახლოებით 500 ათასი ევრო ღირდა, დავფარე მე ორი ბინის რეალიზაციით. ეს არის ბრალდება, ამის საფუძველზე დამაკავეს მე"- თქვა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რას აბრალებს სუსი ბაჩო ახალაიას და მის მეუღლეს - დეტალურად
სუს-ის განცხადებით ახალაიასთან ერთად დაკავებული მეუღლე ანნა ნადარეიშვილი გათავისუფლებულია, იმის მიხედვით, როგორ ითანამშრომლებს იგი გამოძიებასთან
სუს-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია
დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი