2025-12-19 18:21:50, 2647 ნახვა
სამართალი
₾4 მლნ-ზე მეტის მითვისებისთვის ძებნილი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული შპს BP TRANS-ის ყოფილი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელზეც სუს-ს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ ინტერპრესნიუსის ცნობით, საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელ ბიჭიკო პაიკიძეს პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.
18 ნოემბერს საქმეში ბრალდებულმა B.P. TRANS-ის დირექტორმა, ვალერიან კვარაცხელიამ ბრალი აღიარა. ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,