03:06 - 19 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 11:50:45, 5512 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო მინისტრი: საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი არჩევნები

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ​ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„ამ ვითარებიდან გამოსავალი ის არის, რასაც ჩვენ ერთი წლის წინაც ვაცხადებდით. ჩვენ საქართველოში სანდოობა უნდა დავუბრუნოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს. ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ დეგრადირებასა და დემოკრატიის უკუსვლას. ეს იმედგაცრუებას იწვევს. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის მოლოდინები. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერები ვართ.

მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. თუმცა, ის არ შეესაბამება მიმდინარე ვითარებას და იმ ზომებს, რომლებსაც მიმდინარე რეჟიმი მიმართავს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს სრულიად მიუღებელია. მე ამით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას. იმედი მაქვს, ქართული რეჟიმი პოზიციას შეიცვლის და სტრატეგიას გადახედავს, სად არის საქართველო“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროს დღეს დილით დატოვებს
ომის დაწყების შემდეგ პირველად, ეკონომიკური კრიზისი პუტინისთვის პირდაპირი ხაზის დროს დასმულ ერთ-ერთ მთავარ კითხვებს შორისაა
რუსეთმა ჩინეთისთვის ნავთობის ფასდაკლება ბარელზე რეკორდულ 35 დოლარამდე დაიყვანა
ოდესის ოლქზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მოლდოვასთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი