20:54 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-29 17:24:11, 30841 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი შენდება

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას, 1700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს. მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის - ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მინისტრის თქმით, მსგავსი მასშტაბური ინიციატივებით მთავრობა რეალურად ცვლის ათასობით ოჯახის მომავალს.

პროექტს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 000 000 ლარზე მეტია.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს ოთხ ქალაქში მიმდინარეობს.

მიმდინარე თვეს, ქუთაისში, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 850-ზე მეტ დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული, ახალი ბინები უკვე გადაეცათ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისინი ვინც სამყაროს 2025 წელს დააკლდა
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი