|
2025-12-26 14:44:19, 1061 ნახვა
პოლიტიკა
ნადარეიშვილი: 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა, რაც საზოგადოებამ მოისმინა სრული ბოდვაა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით საუბრობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, 4 ოქტომბრის აქციის „მთავარი ორგანიზატორი“ ბაჩო ახალაია იყო. უწყება ამბობს, რომ „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებთან ბაჩო ახალაიას სატელეფონო ინტერნეტ-კავშირი ჰქონდა. თუმცა სუსს არ დაუკონკრეტებია კომუნიკაციის შინაარსი. ანი ნადარეიშვილი სუსის განცხადებას „აბსურდს“ უწოდებს. მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი რამდენიმე კვირის წინ ემიგრაციაში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს. „რამდენიმე კვირის წინ ბაჩო უკან გაბრუნებას აპირებდა ისევ პოლონეთში. ჩვენ იქ წასულები ვიყავით ემიგრაციაში – ბანკში გვაქვს ყველაფერი და ლუკმა-პურის საშოვნელად ვიყავით. ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ აქ არავინ გვამუშავებს და სამსახურს ვერ ვიშოვით. ბაჩო საზღვარზე არ გაუშვეს. დაახლოებით, სამი კვირის წინ საზღვრიდან გამოაბრუნეს. მიზეზი არ უთქვამთ არაფერი. თვითონაც ჰქონდა მოლოდინი, რომ დააკავებდნენ. ძალიან კარგად იცოდნენ ყველაფერი – ჩვენი გადაადგილება, ვინ მოდიოდა ჩვენთან და, ზოგადად, დიდი ხანია, ლუპის ქვეშ ვართ. სრული აბსურდია ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საზოგადოებამ. ეს იყო სრული ბოდვა“, – ამბობს ნადარეიშვილი. მისი თქმით, ვიდრე სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდებოდა, დაუკავშირდნენ სუს-იდან და უთხრეს, რომ მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებდნენ მას, ბაჩო ახალაიას და ოჯახის ახლობელს ზვიად გაგუას, რაზეც ნადარეიშვილის თქმით, საპასუხოდ უთხრა, რომ ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემდა. „კომუნიკაცია ჩვენ ყველასთან გვაქვს. არასდროს გვითქვამს, რომ ადამიანებს არ ვიცნობთ. ზოგიერთი ჩვენი ნათესავიც არის, ახლობელიც და მეგობარიც. ბაჩო მაშინ რომ დაიბარეს ხმის ნიმუშზე, მე დამირეკეს და მასე დაიბარეს. მაშინ ვუთხარი, მე რატომ მირეკავთ-მეთქი და ბაჩოს ტელეფონი არ ვიცითო. მისი ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი. როგორი ბოდვაა, წარმოიდგინეთ. სახლში ვინ ვცხოვრობდით, ისიც არ აქვთ დადგენილი… გუშინაც მე დამირეკეს და ბაჩო დაიბარეს ჩემი ტელეფონის მეშვეობით… საერთოდ არ დავუკითხივართ. ველოდებოდი ადვოკატს, მაინტერესებდა შეკითხვები, მაგრამ არ მაღირსეს არც ადვოკატი და არაფერი. მერე გამომაგდეს უცებ იქიდან. რაღაცების გადაფარვას ცდილობენ და ხალხის ყურადღების გადატანას. იმ სკანდალში რომ გაეხვნენ, ახლა ყველაფერზე წამსვლელები არიან… ესენი არიან რუსები. ჩვენ კოლაბორაციონისტები არ ვართ, არ ვლაპარაკობთ მტრებთან. დაახლოებით 4 საათი იქნებოდა, ჩემს ნომერზე რომ დარეკეს. ის გამომძიებელი ქალბატონი იყო, ვინც მე მანამდე დამიბარა და დამკითხა. მითხრა, რომ დამატებით ჰქონდა კითხვები და მიბარებდა მოწმის სახით. ასევე, იბარებდა ბაჩოსაც და ზვიად გაგუასაც – ჩვენი ოჯახის ახლობელს, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს. ვუთხარი, რომ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მივიდოდით და კი ბატონო, დავაფიქსირებ ოქმში და დაგიკავშირდებითო. ზუსტად ნახევარ საათში, დაახლოებით, 30 ნიღბიანი და ავტომატიანი სამართალდამცავი შემოცვივდა. იდგნენ ავტომატებით. ტელეფონი ჩავრთე, პირდაპირი ეთერი რომ ჩამერთო. საოცარი სანახაობა იყო, მაგრამ ეგრევე მომიშვირეს ავტომატები – დააგდე ტელეფონიო, ნივთმტკიცებაა და არ გაქვს უფლება გადაღებისო. უკნიდან მომადგა ქალბატონი გამომძიებელი და მითხრა, თქვენც დაკავებული ხართო და დაიწყეს ჩემი ოქმის შედგენა. მე რომ გამიყვანეს, მერე გაიყვანეს ბაჩო და შემდეგ წაუყვანიათ ზვიად გაგუაც. სუსში დაკითხვაზე უთხრეს, მიეცი ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება, დაადასტურე, რომ კონტაქტი ჰქონდა და იყო ორგანიზატორი [4 ოქტომბრის აქციის] და ანის გამოვუშვებთო, თუ არადა, ორივე დაჭერილია და ბავშვები დედ-მამის გარეშე დარჩებიანო. შემდეგ დააბრუნეს სახლში. აქ ჩხრეკა მიმდინარეობდა და რამდენიმე წუთში ისევ წაიყვანეს – აბა, რა მოიფიქრე, დასამატებელი ხომ არ გაქვს რამეო“, – თქვა ანი ნადარეიშვილმა „ტვ პირველთან“.
თურქეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 115 სავარაუდო წევრი დააკავეს
ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო, აშშ-ის თავდაცვის კომპანიებსა და ათ ფიზიკურ პირს ჩინეთმა სანქციები დაუწესა
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი რაქვიაშვილი კობახიძეს ფასების თემაზე დებატებში იწვევს
რა კომენტარები გააკეთეს ქართული ოცნების ლიდერებმა ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტზე
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
მიხაილო პოდოლიაკი: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და თურქეთი მზად არიან უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნონ
სიტუაცია კრიტიკულზე უარესია -რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის განდევნეს რუსული არმია კუპიანსკიდან
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)