23:37 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 17:31:16, 11738 ნახვა

რეგიონი
ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძემ თანამდებობა დატოვა

ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული განცხადება მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

მისივე განცხადებით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრად.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა.

2012 წელს, როცა დაარსდა პარტია - „ქართული ოცნება“, ჩემი სურვილით მოვედი პარტიაში და დავიწყე საქმიანობა, 2012 წლიდან ვემსახურები პარტიას და ქართველ ხალხს, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქში საქმიანობა და მოქალაქეების გვერდში დგომა, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ ერთად და ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.

მადლობას ვუხდი ქობულეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი კეთილი საქმეების განხორციელებაში.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, - წერს გიორგი გოგიტიძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისინი ვინც სამყაროს 2025 წელს დააკლდა
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი