14:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 17:17:58, 3223 ნახვა

რეგიონი
ფოთის მე-6 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ფოთის მე-6 საჯარო სკოლის შენობის ფასადისა და გადახურვის რეაბილიტაციისთვის 160.000 ლარი გამოიყო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად, სკოლის შენობის სახურავი განახლებულია,მთლიანად შეიცვალა ხის კონსტრუქციები და ძველი თუნუქის ფურცლების ნაცვლად, მეტალოკრამიტით დაიფარა სახურავი. ასევე შეიცვალა ძირითადი კორპუსის შესასვლელი კარებები. მიმდინარეობს გარე ფასადის კედლების შეკეთება-შელესვა, პარალელურად შენობის გარშემო სარინალი (სარტყელი) ეწყობა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ქორქიამ მე-6 სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ქალაქის მერმა მადლიერება გამოთქვა განათლების სამინისტროსადმი ფოთის საჯარო სკოლების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისათვის.

ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. სექტემბერ-ოქტომბერში გათვალისწინებულია სკოლის შენობაში ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაკვეთით, შ.პ.ს. "ლიკანი-2000 "აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics