15:31 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 13:28:39, 607 ნახვა

პოლიტიკა
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს

ლელო-ძლიერი საქართველოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო კომპანიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მისივე თქმით, უნდა გადაიხედოს ანაკლიის პორტის აშენების მიზნობრიობა. 

"ივანიშვილი და მისი ანტიქართული ოცნება ანაკლიის ეროვნულ პროექტს კლავს. ანაკლია ივანიშვილის პირობებში საფრთხეშია [...] 2026 წლის 24 აპრილს, ანტიქართულმა ოცნებამ და მისმა ეკონომიკის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით, ივანიშვილი აპირებს, საერთოდ გადახედოს ანაკლიის პორტის ღირებულებას, მნიშვნელობას, გენერალურ გეგმას, ე.წ. მასტერპლანს [...] 

ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირ ისმის კითხვა: რა საჭიროა იმ პროექტის გადახედვა, რომლის ეროვნული ღირებულება, სტრატეგიული მნიშვნელობა და ეკონომიკური სარგებლიანობა ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის [...] ამ ახალი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ დასტურდება ივანიშვილის მიზანი, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს. ამაზე პასუხისმგებლობა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება". - თქვა კუპრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics