|
2015-01-06 12:30:02, 2201 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს 2014 წელს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია
„2014 წელს საქართველოს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, საქართველოს წინა წლებთან შედარებით 2014 წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია, რადგან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობიდან 2 218 050 ტურისტია და მათი მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7,4%-ია. მისივე განმარტებით, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობით კვლავ მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ, ასევე, დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების შემოდინების კუთხით. ამასთან, ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერის თვეში საქართველოს 433 660 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2013 წლის დეკემბერის მაჩვენებელს 10,5%-ით აღემატება. 2014 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური კვლავ თურქეთიდან (+2,1%), აზერბაიჯანიდან (+17,2%), სომხეთიდან (+18,8%), რუსეთიდან (+8%) შემოვიდა. 2014 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 1,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1,3 მილიარდი აშშ დოლარი ) 5%-ით (61 მილიონი აშშ დოლარი) აღემატება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გასაზრდელად აქტივობები გაგრძელდება. "საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გასაზრდელად აქტივობები გაგრძელდება, მათ შორის, ტურიზმის მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება, საქართველოს ცნობადობის ამაღლება, მარკეტინგული აქტივობების იმპლემენტაცია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზრებზე, ტურისტული პროდუქტების განვითარება და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგების უზრუნველყოფა. 2015 წელს საქართველოში დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება, მათ შორის: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის და უეფას სუპერთასისი მატჩი, რაც საქართველოს, როგორც ტურიუსტული დანიშნულების ადგილის ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს", - განაცხადა ჩოგოვაძემ.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)