|
2016-06-04 10:27:07, 945 ნახვა
რეგიონი
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახეთში საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, კახეთის რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამაში, 3000 კვ.მ. საცდელ-სადემონსტარაციო ნაკვეთზე საშემოდგომო ხორბლის 2 ჯიშია („თბილისური-15“ და „ვარძია“) დათესილი. გარდა ერთწლოვანი კულტურებისა, დუზაგრამაში, ბუფერულ ზონებში გამოსაყენებლად გაშენებულია კიპარისისა და სმარაგდას 500-მდე ნერგი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დირექტორი ადგილზე გაეცნენ ბიოაგროწარმოებისთვის განკუთვნილ თავთავიანი კულტურებისა და წიწვოვანი მცენარეების ზრდისა და კვლევის მიმდინარე შედეგებს. მინისტრის მოადგილე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე საშემოდგომო ხორბლის სელექციური სანერგეებიც დაათვალიერა, სადაც, ჯიშთა გამოცდის მიზნით, 2,5,ჰა-ზე გაშენებულია ხორბლის 36 გენოტიპი, საშემოდგომო ხორბლის #14 და ავსტრიული ჯიშის #12 სახეობები. იური ნოზაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის“ ნაკვეთებიც მოინახულა, სადაც 2 წელია მიმდინარეობს საშემოდგომო ხორბლის 32 ჯიშის გამოცდა და სამრეწველო მიზნებისთვის 130 ჰა-ზე მაღალი ხარისხის ხორბლის თესლის წარმოება. საცდელ ნაკვეთებზე ქართული და უცხოური ჯიშების სელექციური გამოცდა სეზონური ფენოკალენდარული წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. აღნიშნულ კულტურებზე მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა და, შესაბამისად, წინასწარი პროგნოზით, მოსალოდნელია მაღალხარისხიანი მოსავლის მიღება. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივ ფერმერებს კვლევის შედეგად მიღებული ხარისხიანი და ადაპტირებული თესლი წელსაც შესთავაზეს, რაც კონკრეტულ რეგიონებში მოსავლიანობის ზრდის პირობაა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)