04:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 17:00:32, 973 ნახვა

რეგიონი
რუხში სასათბურე მეურნეობის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და  იაპონიის მთავრობის პროგრამის „GRASSROOT“ ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა“-ს მიერ მოწყობილი სასათბურე მეურნეობის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია სოფელ რუხში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალის უზრუნველყოფა და უმუშევრობის შემცირება.

პრეზენტაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  ტოშიო კაიტანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „აგორა“-ს აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ სვანიძე, ვეტერანი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია (კოკაი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამასთან, ვახტანგ ყოლბაიამ თანადგომისა და დევნილებზე ზრუნვისათვის იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტოშიო კაიტანს მადლობის სიგელი გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics