|
2016-05-17 14:11:08, 878 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ახალი მანქანები გადეცა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ახალი მანქანები გადეცა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრისთვის სამი მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენა აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა სრულად რეაბილიტირებული შენობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოთახ-მაცივარი, სადაც აჭარის რეგიონისთვის განკუთვნილი ვაქცინების მარაგი ინახება და მოისმინა პრეზენტაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაობის შესახებ. ,,აჭარის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა რეგიონში ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო გარემო უზრუნველჰყოს. ექიმის შეცდომამ შეიძლება ერთი პაციანტის სიცოცხლე შეიწიროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმართაობამ კი ათასობით ადამიანის", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. „აჭარა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და კლიმატური პირობებით მიჩნეულია მალარიის ენდემური გავრცელების რეგიონად. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც დასახლებულია აჭარის რეგიონის მოსახლეობის 80%, განეკუთვნება ჰიპერმალარიოგენულ ზონას. ინტენსიური მიგრაციის და ტურიზმის განვითარების გამო მალარიისა და სხვა ტრანსმისიული დაავადებების შემოტანის მაღალი რისკი არსებობს. სწორედ ამის გამო ყოველწლიურად რეგიონში თებერვლის თვიდან იწყება მალარიოგენური ტერიტორიის აღრიცხვა/პასპორტიზაცია, ხოლო მაისი–ოქტომბრის თვეში კი აღრიცხული ფართის გამოკვლევა და ინსექტიციდით დამუშავება. მიმდინარე წლისათვის უსაფრთხო ტურისტული სეზონის უზრუნველსაყოფად ორჯერადად დამუშავდება 750 000 კვ.მ. ფართი. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ხორციელდება გადამდები დაავადების კერების კვლევა, ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის შეწყვეტილი კერების მოძიება, ანოფელოგენური ფართის გამოკვლევა/დამუშავება, ვაქცინოპროფილაქტიკისა და ეპიდზედამხედვლობის საინფორმაციო სისტემის მონიტორინგი, ცენტრისათვის მნიშვნელოვანია გამართული და მაღალი გამავლობის ავტომობილების ყოლა, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონის რთულად მისადგომ სოფლებში ვიზიტის განსახორციელებლად“,- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)