19:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-06 17:38:24, 710 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით

ძალიან მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ ხმებს, კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, რაც არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას. - ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი. 

მისივე თქმით, მრევლის მოლოდინია, რომ სინოდის წევრები ღირსეულად გაუძღვებიან იმ საქმეს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორემ მათ გადააბარა.

„ძალიან მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ ხმებს, კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, რაც არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას. სინოდის თითოეული წევრი, ყველა ეპისკოპოსი ხელდასმულია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ, ყველა არიან მისი სულიერი შვილები. ასევე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრედ წლების წინ გამორჩეული იყო მეუფე შიო. მე მგონი, ყველამ პატივი უნდა სცეს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას, ყველამ ღირსეულად უნდა ატაროს ის ხელდასმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული. ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ გადააბარა კათოლიკოს-პატრიარქმა. ეს არის ყველას მოლოდინი, უპირველეს ყოვლისა, მრევლისა და საზოგადოების მოლოდინი ეკლესიის, სინოდის მიმართ. მე ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით თითოეულ მათგანს ჩააბარა.

ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც ჰქვია სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, ეპარქიის სულიერი წინამძღვრობა, სჭირდება პასუხისმგებლობით ტარება, მით უფრო, როცა ყველა წევრი ერთი პატრიარქის მიერ არის ხელდასმული. ვისმენთ ისეთ კომენტარებს, როდესაც ხდება პოლიტიკის სფეროში ჩვეულებად ქცეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებები. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან. ხელისუფლება, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მორიდებული ვიყოთ ჩვენს კომენტარებში, შესაძლებლობა მივცეთ სინოდს, ღირსეულად გაუძღვეს ამ პროცესს და გამოავლინოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics