|
2020-03-12 11:43:08, 9399 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - პაციენტი მძიმე პნევმონიით დღეს დასტაბილურდა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული 5 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელსაც მძიმე პნევმონია აღენიშნებოდა დღეს სტაბილურადაა. მისი თქმით, ლუგარის ტესტირება უკვე რამდენიმე კლინიკაშია შესაძლებელი და 17 ახალი პაციენტის პასუხს 2 საათში ელოდებიან. "დღეს 11-ის ნახევრის მონაცემებით გვიწევს 45 პაციენტი, აქედან 21 ინფიცირებულია. ოცდამეერთე პაციენტი არის არსებული 4 კლასტერიდან, ანუ ახალი ინფიცირების წყარო არ გვაქვს . გუშინ დღის პირველ ნახევარში აღებულ ტესტირებით 11 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ და ეს პაციენტები თვითიზოლაციაში ან საკარანტინე ზონაში გადავიყვანეთ. 17 პაციენტის პასუხს ველოდებით, უკვე რამდენიმე კლინიკაში ხდება ლუგარის ტესტის ჩატარება, თუმცა შედეგები ჯერ არ არის ცნობილ წინასწარი მონაცემებით ნეგატიურ პასუხს ველოდებით. დაახლოვებით 2 საათში ზუსტი პასუხები იქნება ცნობილი. ამ ეტაპზე 5 პაციენტს დაუდასტურდა პნევმონია. ერთ-ერთი იყო შედარებით მძიმე მიმდინარეობით, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა მისი მდგომარეობა, დანარჩენი ოთხს კი სტაბილურად მსუბუქი პნევმონია უფიქსირდება. დაავადება არ პროგრესირებს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიაიმ.
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)