16:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 17:14:13, 1398 ნახვა

პოლიტიკა
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება

"რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება" - თქვა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელევიზიაზე, რომელთან "დამშვიდობების" შესახებ წერილი 6 თებერვალს გაავრცელა და რომელიც 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა.

თუმცა რუხაძე აღნიშნავს, რომ სანქცირება არ ყოფილა მთავარი მიზეზი. მისი თქმით, "პოლიტიკაში და ბიზნესში არ უნდა იყო ერთდროულად", რაც იმედის პირობებში შეუძლებელი იყო. 

"რატომღაც მე თუ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა, მთელი ბიზნესი უნდა მოვიშორო მანამდე, ამიტომ არ ვაპირებ საერთოდ და ვაპირებ ბიზნესში დარჩენას, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა და ბიზსენი არ იკვეთებოდეს, იმედი სულ გკვეთავდა ამ პოლიტიკაში და ბიზნესში, ჩემს პარტნიორებს ჰქონდათ ეს ყელში ამოსული, მეც რაღაც ამბავში, მაგრამ მე კიდევ ამაში გახვეული ვიყავი.

ლონდონში ან სადღაც, რომ ცხოვრობ და სულ სტატიები იწერება შენზე, მითუმეტეს, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სულ აფეთქდა ეს ყველაფერი, მანამდე მაინცდამაინც არავის არ აწუხებდა. ჰოლანდიაში ჰოლანდიურ ენაზე წერენ სტატიას შენზე… რაღაც მომენტში, დამიბარეს ჩემმა მეგობრებმა და პარტნიორებმა მითხრეს, რომ რაღაც გადაწყვიტე.

ეს იყო ა და ბ იყო სანქციების შიში, ოღონდ მე არ ველოდებოდი იმედს, მე ვერ წარმომედგინა ამ სიგიჟეს გააკეთებთა ინგლისი, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდ ტელევიზიას დაასანქცირებდა. რატომღაც ინგლისში, დახურულ ოთახში ხუთმა კაცმა შეიძლება გადაწყვიტოს, ქართველმა ხალხმა რას უნდა უყუროს და რას არა იმისდა მიუხედავად, რომ ქართველ ხალხს თვითონ შეუძლია თავის გადასართავით გადართოს." - თქვა რუხაძემ.

მისი თქმით, ტელევიზია რომ არ გაესხვისებინა, მის ხელში იმედი ვერ იმუშავებდა და "დახურვა მოუწევდა", თუმცა, ამასთანავე დარწმუნებულია, რომ ღმერთი "გზას ანახებდათ" და მაუწყებელი არ დაიხურებოდა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics