16:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 14:05:12, 1008 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ეკოსისტემისა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის (Colosseum Hackathon) ქართული ჰაბის მასპინძელი იქნება.

პროექტის ფარგლებში, 4-11 მაისს Tbilisi Build Station გაიმართება. ეს 8-დღიანი ინტენსიური სამუშაო სივრცეა, რომელიც ადგილობრივ დეველოპერებს, სტარტაპერებსა და Web3 სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ საკუთარ იდეებზე, მიიღონ პროფესიონალური მხარდაჭერა და მოემზადონ საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, რომლის საპრიზო ფონდი $2.5 მილიონს შეადგენს.

Tbilisi Build Station მონაწილეებს სთავაზობს:

  • პროფესიონალურ მხარდაჭერას: მენტორინგსა და კონსულტაციებს Colosseum ჰაკათონისთვის პროექტების დასახვეწად;
  • საგანმანათლებლო გამოცდილებას: შეხვედრებს სპიკერებთან, რომლებიც Web3 ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკას გააზიარებენ;
  • Networking-: ახალ კავშირებს ინდუსტრიის ლიდერებთან და პოტენციურ პარტნიორებთან;
  • განვითარების რეალურ შესაძლებლობას: საერთაშორისო დონის პროექტის შექმნის შანსს Solana-ს ეკოსისტემაში.

ღონისძიება ასევე მოიცავს ასევე, UI / UX დღესა და Go to market Day-ს.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგებზე დასწრება შესაძლებელია ჰაკათონში მონაწილეობის გარეშეც, ამისათვის კი საჭიროა რეგისტრაციის გავლა.

თუ გაქვთ Solana-ზე მორგებული იდეა და გსურთ ახალ გამოწვევაში მონაწილეობა, დარეგისტრირდით Colosseum Hackathon-ზე.

ასევე, შეუერთდით Tbilisi Build Station-ს, ამ ბმულზე, რათა თქვენი პროექტი მაქსიმალურად დახვეწოთ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics