17:36 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-15 19:31:14, 3591 ნახვა

ეკონომიკა
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს

SOLO ქართველი ხელოვანების და მათი გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჰესსინკის თბილისის სააუქციონო სახლის მიერ ორგანიზებული, თანამედროვე ქართული ხელოვნების პირველი საერთაშორისო აუქციონის პარტნიორია.

აუქციონი, სახელწოდებით „თანამედროვე და მოდერნისტული ქართული ხელოვნება“, გაიმართება თბილისში, 27 აპრილს. პარალელურად მოხდება აუქციონის პირდაპირი ჩართვა საერთაშორისო სააუქციონო პლატფორმებზე, რაც უზრუნველყოფს ლოტების გლობალურ ხილვადობასა და საერთაშორისო კოლექციონერებთან პირდაპირ წვდომას.

კოლექცია მე-20 და 21-ე საუკუნის მხატვრების 90 ნამუშევარს მოიცავს და საქართველოს უნიკალური ვიზუალური ენით შესრულებულ რთულ ნარატივს წარმოაჩენს, რაც მისი კომპლექსური ისტორიით და მდიდარი კულტურული იდენტობით არის ჩამოყალიბებული.

კოლექციონერები, დაწესებულებები, კურატორები, ასევე ხელოვნების დარგის პროფესიონალები, მოწვეულები არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ აუქციონში, რომელიც იშვიათ შესაძლებლობას იძლევა შეიძინოთ მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები სწრაფად განვითარებადი სახელოვნებო ბაზრიდან და ჩაერთოთ საქართველოს კულტურულ ნარატივში მისი განვითარების ამ გადამწყვეტ მომენტში.

ეს ღონისძიება საერთაშორისო აუქციონების, მრავალმხრივი სახელოვნებო და საკოლექციო კატეგორიების გაფართოებული აქტივობების მუდმივმოქმედი პროგრამის დასაწყისის საწინდარია, რადგან კომპანია თბილისში თავის ხანგრძლივ მოღვაწეობას უყრის საფუძველს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰესსინკის საერთაშორისო აუქციონის სახლი პრესტიჟული დაწესებულებაა, რომელიც გამომსახველობითი და ძვირფასი კოლექციების განხრით სპეციალიზდება, დაწყებული ანტიკვარიატით, საიუველირო ნაკეთობებით, ვერცხლით, სამხედრო ნივთებით და აზიური ხელოვნებით დამთავრებული. განსაკუთრებით კი, ის იშვიათი საკოლექციო ნივთებით გამოირჩევა. მისი სათავო ოფისი მდებარეობს ნიდერლანდებში. კომპანია მოქმედებს გლობალურად და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აუქციონის სახლი დასავლეთ ევროპაში.

ის ცნობილია გამორჩეული შედეგებითა და საერთაშორისო სააუქციონო რეკორდებით. მან გლობალური აღიარება მოიპოვა 2025 წელს, როდესაც რეკორდულ $2.5 მილიონ დოლარად გაყიდა უდიდესი გიბეონის მეტეორიტი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics