|
2015-04-03 18:17:56, 1115 ნახვა
სამხედრო
სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთიდან ჯარისკაცების წერილები მიიღეს
საქართველოს თავდაცვის, იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი „წერილები ჯარისკაცებს" გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მორიგი ღონისძიება თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიასა და 47-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ ავღანეთიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილები პირადად გადასცეს. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდა. მან მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და ბავშვებს გაესაუბრა. გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია 47-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მან მოსწავლეებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების ყოფა, მათი როლი გლობალური უსაფრთხოების საქმეში გააცნო და წარმატებები უსურვა. ადრესატებმა ბარათები კლასელებთან ერთად გახსნეს და დამეგობრებული ჯარისკაცების მიერ მოწერილ წერილებს გაეცნენ. სკოლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი და სხვა სამხედრო პირებიც იმყოფებოდნენ. ღონისძიებას, ასევე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან გრიგოლია დაესწრნენ. ცნობისთვის, „წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად ახორციელებს. მის ფარგლებში ქალაქ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეები წერილებს უგზავნიან ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. პროექტის მიზანია, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)