|
2026-04-30 18:20:35, 1462 ნახვა
პოლიტიკა
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, "ქართულ ოცნებას" სასამართლოში უჩივლებენ. კრწანისის ტყე-პარკის და გონიოს დაცვის საორგანიზაციო ჯგუფმა საზოგადოებას განცხადებით აცნობა, რომ სარჩელზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია შესული და მოუწოდა 2 მაისს, დღის 12:00 საათზე კრწანისის ტყე-პარკში დალაგების აქციისთვის გავიდნენ.
ფინანსისტი, ნიკოლოზ შურღაია ამბობს, რომ აღნიშნულ პროექტში არავიტარი ინვესტიცია არ იკვეთება.
ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ეს სასაარჩელო მტხოვნა მარტივი არ იქნება, იმ პირობებში, რასაც ქართული მასრთლმსაჯულება დღეს წარმოადგენს.
ქართული რეპუბლიკის თანადამფუძნებელი, აღნიშნავს, რომ "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნები "ამ რეჟიმის პირობებშიც კორუფციაზე ზის ციხეში", ხოლო Eagle Hills-ი ცნობილია თავისი სკანდალური პროექტებით, შესაბამისად, გიორგი თავართქილაძის თქმით, "ქართულ ოცნებას" გასაჯაროებული ხელშეკრულება არ აწყობს.
ცნობისთვის, Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. შეთანხმების მიხედვით, თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)