|
2026-04-30 17:53:56, 1432 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
დღეს, ხუთშაბათს, 30 აპრილს, პლენარულ სესიაზე სტრასბურგში ევროპარლამენტმა მიიღო რეოლუცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის სასწრაფოდ შექმნისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას მხარი 446-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 63, ხოლო 52-მა თავი შეიკავა. მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუციით მოთხოვნილია რომელიც რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბება „რაც შეიძლება მალე და სრულყოფილად“. რეზოლუცია „უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის უწყვეტი თავდასხმების საპასუხოდ ანგარიშვალდებულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტი „მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას, რათა ევროკავშირი მისი მმართველი კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი გახდეს“. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეუერთდნენ აღნიშნულ შეთანხმებას. ვროპარლამენტარები ასევე მიესალმებიან ნიდერლანდების მზაობას, უმასპინძლოს სპეციალური ტრიბუნალის საწყის ფაზას და მოითხოვენ ძალისხმევის გაძლიერებას მეორე ფაზის მასპინძლობის შესახებ წინადადების დასასრულებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)