|
2026-04-27 13:35:18, 1956 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
"მოსაყდრე აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ კენჭისყრა უნდა მოხდეს. კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის, სხვებიც იქნებიან კანდიდატები." - თქვა მეუფე ნიკოლოზმა ფორმულასთან. მეუფის განცხადებით, აქვს ჩამოყალიბებული აზრი [კანდიდატთან დაკავშირებით] და მისი კანდიდატი "დადებითია" ჟურნალისტის კითხვაზე რუსეთის დაზვერვის განცხადებასთან დაკავშირებით, უმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა თქვა "დარწმუნებული ვარ, რომ ტყუილია." "თანამედროვე სიტყვა რომ გამოვიყენო "ფეიკი", შეთხზულია, წარმოუდგენელია რომ რუსეთის დაზვერვამ ეგეთი განცხადება გააკეთოს." - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) ირწმუნება, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარს, ბართლომეოსს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა სურს. როგორც СВР-ში ირწმუნებიან, ბართლომეოსს სურს საქართველოს პატრიარქის კანდიდატად დასახელდეს პიროვნება, რომელსაც ის დაეყრდნობა. СВР-ის მტკიცებით, ეს სასულიერო პირები არიან დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)