|
2026-04-27 11:14:36, 1030 ნახვა
სამართალი
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, შეიარაღებული ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პირს, მას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „პოლიციამ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ი. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ყაჩაღურად დაუფლებული თანხის ნაწილი. გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ გ.ი.- ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო გ.ზ.-სთვის, თუმცა მან მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. სამართალდამცველების მიერ, დანაშაულის ჩამდენი კიდევ ორი პირის დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლოთ მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)