|
2026-04-23 11:14:03, 1644 ნახვა
სამართალი
მამუკა მდინარაძე - დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი
იავნიშვილის სუს-ის ყოფილი უფროსისა და მომავალი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სუს-ში შემავალი ინფორმაციების რაოდენობა, მისი პოსტზე დანიშვნის შემდეგ 30-ჯერ გაიზარდა, თუმცა გაიზარდა მოსმენებიც, ოღონდ "მოსამართლის განჩინების საფუძველზე". "თუ ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში რამეს მივაღწიეთ, მე დამხვდა სუს-ში პროფესიონალთა გუნდი, რომლებსაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი და სწორი მიმართულების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სამართალდამცველები, ფარული თუ ღია თანამშრომლები, რომლებისთვისაც სწორი მიმართულების მიცემა გაძლევს უდიდეს შედეგს, ერთ საერთო მაგალითს და ციფრს მოგიტანთ, თუ დაახლოებით 1 წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო რაღაც X ციფრი, დღეს სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ. თუ რეალიზაციისთვის პირობითად შედიოდა 100 ინფორმაცია, ახლა შედის 3 000-ზე მეტი" - თქვა მდინარაძემ სანქცირებული TV იმედის ეთერში. ჟურნალისტის შეკითხვაზე, "რის ხარჯზე ხდება ეს, თქვენმა ოპონენტებმა თქვეს, რომ ეს ხდება გაზრდილი მოსმენების ხარჯზე?" მდინარაძემ უპასუხა: "მათ შორის, რა ეგონათ დავმალავდი?! დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე" მდინარაძის თქმით, "ეს დინამიკა გაიზრდება გეკა გელაძის სუს-ში მმართველობის პერიოდშიც".
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)