|
2026-04-21 12:04:35, 3651 ნახვა
სამართალი
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სხვადასხვა მაღაზიათა ქსელიდან თანხის გატაცების ფაქტებზე პოლიციამ 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველთან ერთად წინასწარი შეთანხმებით შედიოდა მაღაზიებში, საიდანაც ძალის გამოყენებით ჯამში 6 000 ლარამდე თანხა გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა მტკიცებულების სახით ამოიღეს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. პოლიცია ამ დროისთვის აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)