21:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 16:53:02, 318 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლანს ტროტუარზე დგომისთვის, სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტელეწამყვანი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით პატიმრობაში გაუშვა. 

გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა. ჟურნალისტი დარბაზიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია, დროებითი მოთავსების რომელ იზოლატორში მოხდება მისი შესახლება. 

მას ბრალდება გასული წლის 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებოდა. 

სასამართლო სხდომაზე ჟირჟოლიანმა მოსამართლეს უთხრა, რომ იმ დღეს, როდესაც კანონში ცვლილებები ახალი მიღებული იყო, დემონსტრანტებმა, მათ შორის მან, არ იცოდნენ, სად შეიძლებოდა დგომა და სად არა. 

"ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება" - ამის შესახებ ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა. 

ადვოკატის თქმით, სასამართლოს არ აინტერესებდა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნანუკა ჟორჟოლიანის ახსნა-განმარტებები. 

თეონა ზაქარაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით აჩვენა, რომ ის "ხელს მოაწერს ყველაფერს, რასაც შსს სთხოვს და მოითხოვს".

ამ შემთხვევაშიც ეს არის იგივე ტენდენციის გაგრძელება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი გამოყენებული იყოს რეპრესიის მექანიზმად და ამ რეპრესიის მექანიზმს საბოლოოდ ხელს აწერს და ადასტურებს სასამართლო. ბატონ მოსამართლეს არ აინტერესებდა, სამწუხაროდ, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ აინტერესებდა ნანუკა ჟორჟოლიანის ახსნა-განმარტება და არ აინტერესებდა არც შსს-ს მოტანილი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა თითქოს შსს-ს უკვე დაკანონებულ მოთხოვნას, რომ თუ ტროტუარზე ზემოთ დგახარ, კიბეების ადგილას ეს არ არის დასჯადი, ნანუკა ჟორჟოლიანი სწორედ ამ ადგილას იდგა, მხოლოდ მას შემდეგ,. რაც პოლიციელებმა მოწოდება გააკეთეს, ის მივიდა ხალხთან და სთხოვა, რომ მოდით იქნებ გადავინაცვლოთ ზემოთ მხარეს. სულ რაღაც 1 წუთიც არ მდგარა ტროტუარზე, რომელიც დასჯადია შსს-ს განმარტებით. თუმცა შსს-მ მოითხოვა პატიმრობა და მოსამართლემ ეს დააკმაყოფილა. 

ეს სხდომები არის ფორმალური, მას არ აქვს არანაირი შემხებლობა არც სამართალთან და მითუმეტეს არც სამართლიანობასთან. პრაქტიკულად კიდევ ერთხელ გვაჩვენა მოსამართლემ, რომ ის უბრალოდ ხელს მოაწერს ყველაფერს, რასაც შსს სთხოვს და მოითხოვს. [...]

ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, 3 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც არ არის მსუბუქი ხასიათის პასუხისმგებლობა, ეს არის იგივე ხასიათის პასუხისმგებლობა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე განიხილება, ეს არის მაღალი ინტენსივობის ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და შეკრება-მანიფესტაციის, რომელიც სამწუხაროდ აღარ გვაქვს. [...]

ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო ინსტანცია გამოვიყენოთ, ეს არის გასაჩივრება სააპელაციოში და თუ გვექნება შანსი ასევე გამოვიყენოთ ადამიანის ევროპული სასამართლოს შესაძლებლობა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილებები არის ცალსახად უკანონო," - განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics