2026-07-07 12:58:09, 317 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მესამედით შემცირების იდეით გამოდის. აღნიშნული გადაწყვეტილების ფონზე, პენტაგონმა ევროპის კონტინენტზე უკვე გააუქმა ორი სამხედრო მისია და დაიწყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების ექვსთვიანი გადახედვის პროცესი.
ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში უკმაყოფილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოთქვა, რისი მიზეზიც ნატოს მოკავშირეების მიერ ირანში მის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარის თქმა გახდა. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ ირანში საომარი მოქმედებების დაწყებამდე ვაშინგტონს მათთან კონსულტაციები საერთოდ არ გაუვლია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,