00:07 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-23 17:09:42, 378 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა იუმორისტ და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა. 

„ძალადობა არ არის ლამაზი, მძიმეა, მიუღებელია, რაც არ უნდა ფაქტორით იყოს განპირობებული. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად სიტყვიერად იყოს ურთიერთობები გარკვეული. ამავდროულად, მე ყველას მოვუწოდებ, არ შეიძლება უდიერად მოხსენიება იმ ადამიანების, რომლებიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის, იქნებიან ეს მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები თუ სხვა. არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება, ლანძღვა-გინება. ამის შემდეგ ასეთი რაღაც რომ მოხდება, ბუნებრივია, არავინაა ამისგან დაზღვეული. ყველას მოვუწოდებ, პატივი ვცეთ ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ჩვენს პოეტებს, მწერლებს. ეს არის სწორი მიდგომა. არიან საქართველოში, რომლებიც არ გაპატიებენ ასეთ შეურაცხყოფას. ბუნებრივია, არ არის ეს სწორი ფორმა. ეს ძალადობა მიუღებელია, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.

არ შეიძლება ყველაფერზე ხუმრობა. ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე, არ აგინო, არ ლანძღო, შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია, იმიტომ, რომ საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება. ცუდია, ვგმობ, არ არის სწორი ცემა-ტყეპა, მაგრამ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო. შეგიძლია კრიტიკა გამოხატო აკადემიურად, მაგრამ არ შეაგინო, არ გალანძღო. ტელევიზიას რომ აბრალებ გამლახესო, არ არის სწორი ფორმულირება. ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს თავს არის. ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის "გაუტარებს" ქართული საზოგადოება. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს - მანაც, მისმა საძმაკაცომ თუ სადაქალომაც და დანარჩენებმაც. იხუმრეთ, ბევრი თემაა სახუმარო, მაგრამ ეგ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენო“ — ირაკლი ზარქუა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics