11:16 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-24 15:12:00, 555 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი

საზოგადოებაში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა „ქართული ოცნების“ მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი. -ამის შესახებ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ცოტნე ივანიშვილმა სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელევიზიებს განუცხადა.

მისი თქმით,  დიალოგი უნდა დაკანონდეს ახალგაზრდებს შორის, რათა აღმოიფხვრას ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია ქვეყანაში.

„მგონი, ყველანი მარტივად შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა არის „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი. მე პირადად, მაგალითად, მეგობრებიც მყავს, რომლებთანაც შეიძლება, რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მქონდეს ბევრ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი, საუბარი. მანამდეც აღვნიშნე და გავიმეორებ ახლაც, რომ, ჩემი აზრით, თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ  იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ განაცხადა
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის შტაბ-ბინა შტურმით აიღო
WP: აშშ და ირანი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში 26 მაისს ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics