|
2026-07-14 13:57:23, 1038 ნახვა
სამართალი
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის, ორგანიზების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინეს. უწყების ცნობით, დაკავებულია 1 პირი, 2 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. ასევე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ, რომელიც პროკურატურის ცნობით, აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც ჯგუფის წევრები მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ, აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ისტორიის შექმნას პირდებოდნენ. საქმის ფარგლებში პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად უკვე გამოვლენილია კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და დაკავებულია 3 პირი, 6 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული. "საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ, საზღვრის გადაკვეთა გართულაა. მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სამმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. "ქეისების" და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადება წარმოადგენდა. უწყების ცნობით, 13 ივლისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია ერთი პირი. დაკავებულს და კიდევ ორ ბრალდებულს დაუსწრებლად, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, (ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ან/და საერთაშორისო დაცვის მისაღებად მისი უფლებების, თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეოთხე ბრალდებულს ბრალდება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, და მე-3 ნაწილით ( ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ან/და საერთაშორისო დაცვის მისაღებად მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)