16:49 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-07 13:04:38, 288 ნახვა

სამართალი
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1993 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე 7 პირი 3 აპრილს დააკავეს

"გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის მარტის თვეში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდა. ბრალდებულებმა ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ბინაში მყოფ მოქალაქეებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მათ კუთვნილ თანხასა და ძვირადღირებული ტექნიკას უკანონოდ დაეუფლნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 7 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა. 

პოლიციამ დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი - შ.გ. გორის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავა"- წერს უწყება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 179-ე და 286-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics