|
2015-01-23 10:52:50, 995 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა გახმაურებულ საქმეებზე პროკურატურის წარმომადგენლების მოსმენას მხარს უჭერს
საპარლამენტო უმცირესობა მხარს უჭერს პარლამენტში მთავარი პროკურატურის წარმოადგენლების დაბარების ინიციატივას, რათა მათგან მოისმინონ ინფორმაცია, თუ რა ხდება გახმაურებულ საქმეებზე. "რაც შეეხება პარლამენტში დაბარებას და დეპუტატების მხრიდან ინფორმაციის მოსმენას, მოგვაჩნია რომ დიახ, როდესაც არის ასეთი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმეები პარლამენტი უნდა იყოს ჩართული და სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერდით ასეთი ტიპის განხილვებს არამარტო ამ შემთხვევაში, არამედ მხარს ვუჭერთ შალვა თათუხაშვილის მკვლელობის შემთხვევაშიც და რიგ შემთხვევებში, როდესაც არსებობდა საზოგადოებრივად მაღალი ინტერესი. თუ უმრავლესობა გადაწყვეს ასეთი ფორმატით პარლამენტში მოსმენები გაიმართოს, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. პირიქით, როდესაც არის საზოგადოებრივი ინეტერესი, მაგალითად რაფალიანცისა და თათუხაშვილის საქმეზე, ყველა ასეთ შემთხვევაში პარლამენტი უნდა იყოს ჩართული“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ. რაც შეეხება თავად იური ვაზაგაშვილის დაღუპვის ფაქტს, ბაქრაძის თქმით, მას საქართველოში ასეთი შემზარავი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული არ ახსენდება. „თავისთავად ის რაც მოხდა, საზარელი ტრაგედიაა. მე არ მახსენდება ასეთი შემზარავი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული საქართველოში. როდესაც მშობელი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ეს ფაქტი სცილდება მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანური ტრაგედიის ფარგლებს და საჭიროა მისი სრულად გამოძიება. ეს არის დღეს ხელისუფლების ვალდებულება და პირველ რიგში, პროკურატურის ვალდებულება",-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)