|
2015-01-22 14:27:34, 1006 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: იური ვაზაგაშვილის ეს შემზარავი, ცინიკური მკვლელობა, ვფიქრობ, უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა
"იური ვაზაგაშვილის ეს შემზარავი, ცინიკური, სასტიკი მკვლელობა, ჩემი აზრით, უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა",-ამის შესახებ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს პროკურატურისადმი მათი შეხედულების მიუხედავად, დაინტერესებული არიან, სიმართლე სწრაფად და ობიექტურად გაირკვეს. "იური ვაზაგაშვილის ეს შემზარავი, ცინიკური, სასტიკი მკვლელობა, ჩემი აზრით, უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა. მე ამაში ვხედავ მოტივს, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს დიდი დაუცველობის განცდა და გარკვეულწილად, ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა შეიქმნას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, მე პირადად და ჩვენს პარტიას რა დამოკიდებულება გვაქვს იმ პროკურატურის მიმართ, რომელიც პოლიტიკური დევნით არის დაკავებული, ამ ყველაფერს გვერდზე ვწევთ და ჩვენ მართლაც დაინტერესებული ვართ, რომ პროკურატურამ სიმართლეს ძალიან სწრაფად, ობიექტურად მიაკვლიოს", -განაცხადა ირაკლი ალასანიამ. შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი 2 დღის წინ, სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. დამნაშავის გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)