|
2015-01-22 14:15:16, 1028 ნახვა
პოლიტიკა
გია ბარამიძე: პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიძიონ
„პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, მკვლელობის სასწრაფოდ გამოძიება უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ჟურნალისტებს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე შეფასებით, ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არც ერთი ვერსია არ უნდა გამოირიცხოს და გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს. „ეს მკვლელობა არის არა მარტო ამაზრზენი და აღმაშფოთებელი, არამედ ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი, არა მხოლოდ ზოგადი კრიმინოგენული თვალსაზრისით, არამედ ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ამას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალიან მკაცრი და სწრაფი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ნაცვლად პოლიტიკური სპეკულაციებისა, სასწრაფო გამოძიება და ყველა დამნაშავის, ვინც არ უნდა იყოს შემსრულებელი თუ დამკვეთი, უმკაცრესად დასჯა უნდა მოხდეს. არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება, გამოძიებას ამის უფლება არ აქვს. ყველა, ვინც კი ამ სამქეშია გარეული, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“, – აღნიშნა ბარამიძემ. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)