|
2015-01-22 14:12:02, 1052 ნახვა
პოლიტიკა
პეტრიაშვილის შეფასებით, იური ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურის მოქმედება ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხს გადაწყვეტს
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა იური ვაზაგაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იური ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურის მოქმედება ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხს გადაწყვეტს. "მინდა, მწუხარება გამოვხატო ამ შემზარავი მკვლელობის შედეგად დაღუპული მართლაც ძალიან ღირსეული ადამიანის, იური ვაზაგაშვილის, გარდაცვალების გამო. რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობას, ზოგადად მათ საქმიანობაზე მე ჩემი შეფასება არაერთხელ გამიხმოვანებია, მაგრამ ეს უკვე კონკრეტულად პროკურატურის კი არა, მთელი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია. მართლაც ამ მკვლელობის, პირდაპირ ვიტყვი, ტერორისტული აქტის უსწრაფესად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, საზოგადოების, პოლიტიკური სპქეტრის, თითოეული ჩვენგანის მოთხოვნაა, რომ ეს უმოკლეს დროში იყოს გამოძიებული", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე გარდაცვილილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. დამნაშავეების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)