07:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 10:42:40, 2903 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს,  გენერალური შტაბის უფროსი, მონსში, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს (SHAPE) ესტუმრა. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდლმა (SACEUR), გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა უმასპინძლა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ გენერალ კაპანაძეს ვმასპინძლობ. ჩვენი მტკიცე პარტნიორობა საქართველოსთან  გაგრძელდება. საქართველო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში სიდიდით მეორე კონტრიბუტორია. როგორც ალიანსი, ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორები და კოლექტიური თავდაცვა“, - განაცხადა გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედრები გამართა ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის (SHAPE) ხელმძღვანელობასთან. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატში მიმდინარე ოპერაციებს გაეცნო და სამხედრო-სამედიცინო განათლების გაერთიანებულ ცენტრსაც ესტუმრა.

ვიზიტის მეორე დღეს გენერალი ნატოს შტაბ-ბინაში გენერალური შტაბის უფროსების დონეზე გამართულ სამხედრო კომიტეტის სხდომას (Military Committee/CHODs Session) დაესწრება, სადაც ნატოს არაწევრი ქვეყნები „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში მონაწილეობის საკითხებს განიხილავენ.  ნატოს შტაბ-ბინაში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ჩეხ, ბელგიელ, ფრანგ, პოლონელ და უკრაინელ კოლეგებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics