07:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 13:39:07, 5243 ნახვა

კულტურა
ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2015 დაიწყო

"თიბისი ბანკმა“ ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყების შესახებ განაცხადა.

კონკურსზე წიგნების წარდგენა დღეიდან უკვე შეუძლიათ მწერლებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge.

განაცხადების მიღება 5 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

წელს პრემია „საბას“ დაჯილდოება მეცამეტედ იმართება. მასზე დასახელდება გასული წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები, 10 ნომინაციის მიხედვით: საუკეთესო რომანი; საუკეთესო პოეტური კრებული; საუკეთესო პროზაული კრებული; საუკეთესო პიესა; საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი; საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა; საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა; უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი; ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი; პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში www.saba.com.ge, სადაც კონკურსის მსვლელობის პარალელურად განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

ჟიური მუშაობას 15 თებერვლიდან შეუდგება. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება დაჯილდოების ცერემონიამდე, სადაც საზოგადოება, გამარჯვებული ავტორების ვინაობასთან ერთად, ჟიურის წევრთა ვინაობასაც შეიტყობს.

საპრემიო ფონდი, რომელსაც თიბისი ბანკი გამარჯვებულ ავტორებს გადასცემს, 44 ათასი ლარია.

ცნობისთვის, პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა „თიბისი ბანკმა“ და პენ ცენტრმა. პროექტის მუდმივი პარტნიორია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics