|
2015-06-01 20:25:49, 1372 ნახვა
სხვადასხვა
ფიროსმანის შედევრი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა
ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ეკატერინე ხვედელიძემ და ბიძინა ივანიშვილმა შეიძინეს. შედევრი ივანიშვილმა 1,5 მლნ დოლარად შეიძინა. „საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა", - ნათქვამია საზოგადოება „2030-ის" facebook-ის გვერდზე. ნახატი პირველად 2003 წელს, Sotheby's-ს აუქციონზე 1,8 მლნ დოლარად გაიყიდა, მეორედ კი MacDougall's-ის სახვითი ხელოვნების აუქციონზე - 1,672,542 დოლარად. „არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ტილოები აუქციონებზე რუსულ სექციებში ხვდება. კრისტისა და სოტბის აუქციონებზე ქართველი მხატვრების, დავით კაკაბაძის, გიგო გაბაშვილისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)